რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს აჩერებს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმი 2016 წლის პირველი იანვრიდან შეჩერდება.
გადაწყვეტილების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები რუსეთში შესასვლელელად ვიზის აღება დასჭირდებათ, რუსები კი თურქეთში კვლავ უვიზოდ შევლენ.
ამასთან, სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს თურქეთთან ყველა სამხედრო-ტექნიკური პროექტი გაყინოს.