LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი შეეცდება, რომ თავისი ძალის დემონსტრირებით საქართველოში ანტიდასავლური, პრორუსული განწყობები გააძლიეროს: ამირან სალუქვაძე

238
amiran-salukvadze-w-h

მას შემდეგ, რაც უკრაინასა და საქართველოს ნატოს პერსპექტივებთან დაკავშირებით მოსკოვმა პასუხი მიიღო, მოქმედების რა გზას აირჩევს კრემლი და რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს – ამ თემაზე ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ილაპარაკა.

მისი პროგნოზით, რუსეთი გააგრძელებს თავის პოლიტიკას და შეეცდება კიდევ უფრო გააძლიეროს პრორუსული განწყობები.

„სტანდარტულად არ იმოქმედებს რუსეთი და კვლავ გააგრძელებს ფარულ პოლიტიკას, რაც ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. ვგულისხმობ არა ღია სამხედრო აგრესიას, შეეცდება იმოქმედოს ისე, როგორც უკრაინაში, ისარგებლა შიდა არეულობებით.

საქართველოში ცოტა სხვა ვითარებაა, მაგრამ აქ შეეცდება, რომ თავისი ძალის დემონსტრირებით საქართველოში ანტიდასავლური, პრორუსული განწყობები გააძლიეროს. ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, თუმცა მათი პოზიციები ჯერჯერობით სუსტია ჩვენს ქვეყანაში და იმედია ასეც გაგრძელდება“,-განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები