Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შემოწმებას ითხოვს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შემოწმებას ითხოვს

145
mid-russia-8

რუსეთს საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლავ ეჭვები აქვს. ჩრდილოელი მეზობლის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბაზაზე, უცხო სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა იწვევს არა ერთ კითხვას. განმარტებულია, რომ ლაბორატორია აშშ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ არის აშენებული და დღემდე ის აფინანსებს სხვადასხვა სახის კვლევებს. რუსეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყნის საზღვართან არსებული ლაბორატორიული ცენტრის არსებობის გამო.

“ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს ფაქტი არ იყოს გათვალისწინებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია ასეთ მგრძნობიარე ასპექტებზე. რუსი ჩინოვნიკები (მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებიდან) და საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა ბადებს სერიოზულ კითხვებს, თუ რამდენად იცავს აშშ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოლოგიურ ობიექტზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებაზე, როგორც განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების პათოგენების გამავრცელებლებზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიაში საკუთარი ექსპერტების დაშვებას ითხოვს და წერენ, რომ თბილისიდან მოთხოვნილ წერილზე პასუხს ელოდებიან. განმარტებულია, რომ რუსი ექსპერტები ცენტრის რეალური საქმიანობის გადამოწმებას მოახდენენ, მათ შორის შენობის იმ ნაწილის, სადაც მათი ინფორმაციით, ამერიკელი სპეციალისტები მუშაობენ.

„ასევე ვერ ხერხდება რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში. ქართული მხარე ჯერ არსებითად არ რეაგირებს 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ჩვენს ნოტაზე, სადაც მოვითხოვეთ, მოგვაწოდონ ინსტრუქცია შესაძლო ვიზიტის შესახებ. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში იქნება მიზანშეწონილი მხოლოდ ყველა ლაბორატორიული შენობის (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებული შენობების) დაშვების გარანტიების უზრუნველყოფის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს ცენტრის რეალურ გადამოწმებას. იმისათვის, რომ არ გავხდეთ მორიგი ამერიკული პიარ კამპანიის ნაწილი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ დამალოს აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტის ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვრებთან ახლოს განხორციელებული საქმიანობის ნამდვილი მიმართულება” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ვიზიტი ორმხრივ ფორმატში უნდა განხორციელდეს, რამდენიმე ქვეყნის, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციის მონაწილეობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტში პენტაგონის მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს.

“ეს საშუალებას მოგცემს გავაკეთოთ მშვიდი ექსპერტული ანალიზი. გავაგრძელებთ ვაშინგტონთან და თბილისთან მუშაობას, რათა კითხვებზე გასაგები პასუხები მივიღოთ“, – წერია განცხადებაში.