LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საკმაოდ მძიმე ფასს იხდის – ვოლსკი

collage

“რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გააჩნია”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი  ხურვალეთში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას.

“საერთაშორისო არენაზე ინფორმაციის მიწოდების ხარისხი გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და იმ პოლიტიკურ პოზიციაში, რაც მათ გააჩნიათ. რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გააჩნია. მეორე თემაც არის, რაც ოპოზიციას ავიწყდება. კერძოდ, რამ მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე. ოპოზიციიდან ვინც ამაზე საუბრობს, ოკუპირებულ ზონებში შექმნილ ვითარებასთან მიმართებით საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ფიქრობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებეთ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები