LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს – აშშ-ს საელჩო

134

საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი აღმართავს ბარიერებს, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მავთულხლართის ორივე მხარეზე მყოფი ხალხის ცხოვრებაზე, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს საელჩო „ფეიბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც აშშ-ს მიერ გავრცელებულ რიგით მეოთხე განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს, გზას უჭრიან ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე და უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებენ საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, მათ შორის სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს.

ასეთი ბორდერიზაცია შეუთავსებელია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ამ ვალდებულებებს შორისაა ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისათვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები