LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი რუსოფობიური გამონათქვამების გამო ქვეყნიდან ნორვეგიის კონსულის გაძევებას ითხოვს

55
ზახაროვა და ნორვეგიის კონსული

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორვეგიის ელჩი რუნე რესალანდა ნორვეგიის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის ელიზაბეტ ელინგსენის განცხადების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომლის კომენტარიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამა წლის 6 ივლისს მურმანსკის სასტუმროში მყოფმა ნორვეგიის კონსულმა „თავს შეურაცხმყოფელი რუსოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა“.

„მომხდარის შემდეგ, ელიზაბეტ ელინგსენის რუსეთში დარჩენა შეუძლებელია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ კომენტარში.

ცნობისთვის, „ტელეგრამის“ არხით 30 ივლისს გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს, რომ სასტუმრო ოთახის დალაგების ლოდინისგან შეწუხებული ელინგსენი შეუფერებელი სიტყვებით მოიხსენიებს სასტუმროს თანამშრომლებსა და ზოგადად რუსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები