LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი რაკეტების მარაგის შევსებას ირანის დახმარებით გეგმავს: ბრიტანეთის დაზვერვა

122
სარაკეტო დარტყმა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი რაკეტების მარაგის შევსებას ირანის დახმარებით გეგმავს. მათივე ცნობით, საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც 500 კილოგრამიანი ქობინის 500კმ-ის მანძილზე გადატანის შესაძლებლობა აქვს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების, SS-26 „ისკანდერის“, მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოეწურა.

„თუ რუსეთი შეძლებს შეიარაღებაში მიიღოს ირანის წარმოების ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა, ის სავარაუდოდ გააგრძელებს და გააფართოებს თავდასხმის კამპანიას უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები