LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს

205
Sut-ve-Sut-Urunleri-Standartlari

რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ტასი რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე (როსსელხოზნადზორი) დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობებით, რუსეთი 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას, ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები