LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან – კონსტანტინ კოსაჩევი

121
unnamed (1)

რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.

„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, – აღნიშნა კოსაჩოვმა.

კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის.

„ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც,” – დასძინა პოლიტიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები