LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ჯერ კიდევ განიხილავს საქართველოსთან ვიზის გაუქმების შესაძლებლობას

146
1527808231-0-0-2954-1661-600x0-80-0-0-772732fcce74db878b68f4a94e65e5eb

რუსეთი ჯერ კიდევ განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობას – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა გააკეთა.

კარასინის თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება თბილისში მოვლენები. მან “იმედი გამოთქვა”, რომ “თბილისში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს”.

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში იყო და რჩება. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები მიმართულია ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ“, – აცხადებს კარასინი.

დიპლომატმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელები საღ გონებას გამოიჩენენ და შეასრულებენ სამ პირობას, რათა ქვეყნებს შორის საჰაერო კავშირი განახლდეს.

„პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. ეს მთლიანად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები