LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ევროსაბჭოდან გადის

148
03

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს უკვე გადაეცა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ევროსაბჭოში თავისი უმრავლესობით, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს აცხადებენ თანასწორუფლებიან დიალოგზე და იმ ყველა პრინციპზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული ორგანიზაცია. 25 თებერვალს მათ მიიღეს მადისკრიმინებელი გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება“ , – ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები