LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი: დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა აფხაზეთსა და ცხინვალზე კონტროლის დასაბრუნებლად ხელსაყრელი მომენტია

272
ნარიშკინი და პუტინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, დასავლეთი თბილისს არწმუნებს, რომ ახლა აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად ხელსაყრელი მომენტია.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნარიშკინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ისაუბრა:

„რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან განთავსდება“ – რუსეთის ელჩი ბელარუსში

ბორის გრიზლოვის თქმით, „ნებისმიერი ხმაურის მიუხედავად, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ეს მაინც გაკეთდება.“

„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ წყდება.

შესაბამისად, დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა ხელსაყრელი მომენტია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად.“ – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, სერგეი ნარიშკინმა.

ლავროვი: „ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები