უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ხელმოწერის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში დაესწრებიან.
13 ივლისს, სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.