რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამის დადგენილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.
რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო.