LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რუსეთი არის დიადი იმპერია, სადაც ქართველი, სომეხი, ტაჯიკი, ყველა სრულფასოვანი რუსია” – თინა კანდელაკი

388
tina

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ,,ტელეგრამზე” თავის გამომწერებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

„აშშ და დიდი ბრიტანეთი ვერასოდეს დაამარცხებს რუსეთს. ეს არის დიადი იმპერია, სადაც ქართველი, სომეხი, ტაჯიკი, ყველა სრულფასოვანი რუსია. ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია, რომელიც არ ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომ მათ დაივიწყონ, რომ არიან ქართველები, სომხები, ებრაელები, ქურთები, ტაჯიკები, რომ გახდნენ სრულფასოვანი რუსები. რუსეთი გეუბნება: „იყავი ის, ვინც ხარ, გახსოვდეს შენი ფესვები, შენი ენა, შენი კულტურა და იცოდე, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“. ასე საკუთარი კულტურის შენარჩუნების შანსი თანამედროვე სამყაროში უფრო იზრდება. გამარჯვების დღეს გილოცავთ”, – წერს კანდელაკი.