LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი არ ისწრაფვის უკრაინის მასშტაბური დაბომბვისკენ და არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას.. დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას” – პუტინი

161
Capture

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ ისწრაფვის უკრაინის მასშტაბური დაბომბვისკენ და არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას.

„ახლა არ არის მასობრივი დარტყმების განხორციელების საჭიროება, დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. სტამბოლშიც კი მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებებს, ეს შეთანხმებები ფაქტობრივად იყო პარაფირებული. როგორც კი ჯარები გამოვიდნენ კიევიდან, კიევის ხელისუფლებამ მაშინვე დაკარგა მოლაპარაკებების სურვილი. თუ მანამდე მომწიფდებიან, კი ბატონო, ალბათ ყველა ამით დაინტერესებული შუამავლის ძალისხმევა იქნება მოთხოვნილი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები