LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ახლა ყველასგან განკვეთილი სახელმწიფოა: ჯო ბაიდენი

72
1578428364-1578044580-ჯო-ბაიდენი-1024x650

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, „რუსეთი ახლა ყველასგან განკვეთილი სახელმწიფოა“. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბაიდენი მიესალმება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის „გაძევებას“.

გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთი გარიცხა

„აშშ და მსოფლიოში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ამ შედეგისთვის მუშაობდნენ, ვინაიდან რუსეთი გამუდმებით და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ისტორიული კენჭისყრის შემდეგ რუსეთი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში და ვერ შეძლებს იქ თავისი დეზინფორმაციის გავრცელებას, სადაც კომისია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებს იკვლევს“, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ქალაქ ბუჩასა და უკრაინის ქალაქებში მომხდარსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ შემზარავი და შემაშფოთებელი სისასტიკე აღშფოთებას იწვევს, ამიტომ აშშ პარტნირებთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას, რათა რუსეთი მაქსიმალურად იზოლირდეს საერთაშორისო არეალიდან.

„შემზარავია სურათები, რომლებსაც ბუჩადან და უკრაინის სხვა რაიონებიდან ვხედავთ. ადამიანების გაუპატიურების, წამების, სიკვდილით დასჯის ნიშნები კაცობრიობის აღშფოთებას იწვევს. რუსეთის ტყუილი არ ემთხვევა უდავო მტკიცებულებას იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.