LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს მართავს

84

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვადიმ ასტაფიევმა, განუცხადა.

ტაქტიკური სწავლება ცაბალის პოლიგონზე იმართება. წვრთნების ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ.

საბრძოლო სროლის ეტაპის ფარგლებში მოტომსროლელები სატანკო და საარტილერიო დანაყოფებთან ერთად დაახლოებით ათას სამიზნეს გაანადგურებენ. სამიზნეები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის, ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის იმიტაციას მოახდენენ, – განაცხადა ასტაფიევმა.

სწავლებებში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, „დოზორის“ ტიპის დაჯავშნული სადაზვერვო მანქანები და „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები