LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს ხანში მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს – მოლდოვა უარყოფს

146
დნესტრისპირეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა უახლოეს ხანში მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს, რასაც მოლდოვას ხელისუფლება უარყოფს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ, ინფორმაცია კი, გადამოწმებული ოფიციალური წყაროებით მიიღონ.

მოლდოვის სამთავრობო „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ ინფორმირებული იქნება.

ცნობისთვის, რუსეთის მტკიცებით, „შეიარაღებულ პროვოკაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განახორციელებენ, მათ შორის ნაციონალისტური ფორმირება აზოვი.“ შეჭრის საბაბად კი გამოყენებული იქნება დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ინსცენირება, რაშიც მონაწილეობას რუსეთის არმიის სამხედროებად გადაცმული „უკრაინელი დივერსანტები“ მიიღებენ.

„სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და მზად ვართ, რეაგირებისთვის ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე.“ – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მედვედევი: თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, თავი ნებისმიერი იარაღით დავიცვათ, მათ შორის, ბირთვულით

პუტინი: უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები