LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი 1990-იანებში ბრუნდება: რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა პროგნოზი გასაჯაროვდა

208
1200x-1

რუსეთის ეკონომიკა, 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად მცირდება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა პროგნოზის თანახმად, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის მშპ შესაძლოა 12%-ით შემცირდეს, რაც გასული 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება იქნება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზითვე, რუსეთის ეკონომიკური ზრდა უტოლდება 1990-იანი წლების დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, როდესაც რუსეთის საბჭოთა ეპოქის ეკონომიკა კაპიტალიზმისკენ მიისწრაფოდა.

მომდევნო წელს რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, წელს კი 10%-ით შემცირდება

„ბლუმბერგის“ ცნობითვე, საკითხში გარკვეული პირების თქმით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დასახელებული მაჩვენებელი აღემატება ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზს, რომელმაც მიმდინარე წელს ეკონომიკის 8%-ით შემცირება იწინასწარმეტყველა. ცნობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პროგნოზი არაზუსტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები