LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

568
277463590_5128255423907640_5517221956208813252_n

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი სამხედრო პატივით სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დავით რატიანის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში პანაშვიდის შემდეგ ვარკეთილის სასაფლაოზე გადაასვენეს, ხოლო გიორგი ბერიაშვილის ცხედარი არიამ მეგვიპტელის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ – თემქის სასაფლაოზე.

ქართველი სამხედროების ცხედრები თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს.

ისინი უკრაინაში, ქალაქ ირპენში შეტაკებების შედეგად გარდაიცვალნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები