LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ–უკრაინის ომს გავლენა ნამდვილად ექნება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაწყობა – Galt&Taggart

117
Forbes-WEB-22030711-770x540

„2021 წლის მაჩვენებლებს რომ ჩავხედოთ, რუსეთი და უკრაინა ჩვენი მშპ–ს 9.6%–ს შეადგენდა. ტურიზმში რუსეთი ერთ–ერთ წამყვანი იყო საქართველოში და ფაქტია, რომ ეს მოვლენები გარკვეულ სექტორებს უფრო დაარტყამს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ ანახა, რომ მას შეუძლია გადაწყობა და ადაპტაცია“, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემაში „Forbes კვირა“ ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს საუბრები, რომ გამოინახოს გზები გადაწყობისთვის.

როგორც Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ასევე განმარტა, რომ ცალსახაა დანაკლისი იქნება, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის წილი ჩვენს ეკონომიკაში მცირდებოდა.

ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ ამ მოვლენების გათვალისწინებით, Galt&Taggart მიმდინარე წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება საქართველოში, ცუდ სცენარში კი –1%–იც შეიძლება დაფიქსირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები