LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინის ომმა ავტოინდუსტრიაში გამოწვევები კიდევ უფრო გაზარდა, რაც ფასების ზრდაში აისახა

164
თბილისი-პარკირება

ჯერ პანდემიამ, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომმა ავტოინდუსტრიაში გამოწვევები კიდევ უფრო გაზარდა, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდაში აისახა, – ამის შესახებ გადაცემაში BMGDRIVE Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ისაუბრა.

ლევან ასანიშვილის თქმით, ამჟამად, ავტოინდუსტრიის მთავარი პრობლემა გაძვირებული წარმოება და გაძვირებული პროდუქტია.

„გაზრდილი ფასები ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული, ესაა – ლოგისტიკის ხარჯების გაძვირება, ასევე საწვავის ფასის ზრდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი იმ კომპონენტების მიწოდებაში, რაც გამოიყენება ავტოინდუსტრიაში, ამიტომ ომმა ეს ყველაფერი შეაფერხა“, – განმარტა Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ BMGDRIVE-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები