LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს საღამოს გაიმართება

117
gva

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს საღამოს გაიმართება.

ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ ტელეგრამ-არხებში ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ცნობას ადასტურებს უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია.

შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე არ სახელდება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეხუთე დღეს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა ბელარუსში პირველად გამართეს მოლაპარაკებები, რომელზეც ამ პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა დავიდ არახამიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის საჭირო მიმართულებით განვითარდება, ან უშედეგოდ დასრულდება.

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები