LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა მსოფლიო ბირჟებზე აქტივობა შეამცირა

101

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე პარიზის ტერაქტების შემდეგ რუსეთ-თურქეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რაც საფონდო ბაზრებზე უარყოფითად აისახა.

როგორც ”ფორტუნას” ”ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს, მიმდინარე კვირაში აზიის საფონდო ინდექსებმა ვარდნა განიცადა. ყოველივე ამის ფონზე, ტრეიდერები და ინვესტორები სავარაუდოდ მოვლენების შემდგომ განვითარებას დაელოდებიან.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, ამერიკაში მადლიერების დღის დღესასწაულთან დაკავშირებით საფონდო ბირჟები დახურულია. ამის ფონზე დაბალი აქტიურობაა სხვა ქვეყნების ბირჟებზეც.

”ადმირალ მარკეტსის” ექსპერტების ინფორმაციით, ევრო კვლავ ზეწოლას განიცდის. მიმდინარე კვირაში ევრო დოლართან მიმართებაში 1,0566 ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეხება კვირის სხვა მნიშვნელოვან ამბებს, გამოქვეყნდა გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები. მესამე კვარტლის მონაცემი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 0.3%. რაც შეეხება წლიურ მონაცემს, იგი დაფიქსირდა 1,8%-ზე.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ნავთობთან დაკავშირებულ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ძირითადად განაპირობებენ ტრენდის არსებულ და პერსპექტიულ მიმართულებებს. ექსპერტები ამბობენ, რომ 15 დეკემბრიდან ძალაში სრულად შედის ირანის სახალხო რესპუბლიკაზე ნავთობ-ემბარგოს მოხსნის პირობები. ცნობისათვის ირანს გააჩნია მსოფლიოში უდიდესი ნავთობ გადამზიდი ფლოტი, რომელიც პრაქტიკულად გამზადებული ჰყავს ექსპორტირებისათვის.

ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ეს ფაქტორი ფასების 10 დოლარით გაიაფებას გამოიწვევს. გარდა ამისა, მკვეთრად გააქტიურდა „ოპეკი“-ის წევრი ქვეყნები. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი თავიანთი მოპოვების წილს მსოფლიო ბაზარზე 32,5%-დან 40%-მდე ზრდიან. ანალიტიკოსების ცნობით, ასევე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნავთობის ესპორტზე 40 წლიანი შეზღუდვის სავარაუდო მოხსნის საკითხი, რაც ნავთობზე ფასის კლებას ხელს შეუწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები