LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსებს აწუხებთ საქართველოში ზოგიერთი აქტივისტის არამეგობრული ქმედებები“ – რუსული მედიის ცნობით, საქართველოს მიმართულებით ტურები მასიურად არ იყიდება

241
ტურისტები

საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობით ინტერესდებიან, მაგრამ მოთხოვნა მაინც დაბალია, რაზეც თავის მხრივ გავლენას ახდენს ავიაბილეთის მაღალი ფასები და საპროტესტო აქციები თბილისში, – ამის შესახებ რუსული მედია ტუროპერატორების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

„რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ იყო და რჩება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც იხსნება შავი ზღვის კურორტები, მათ შორის ბათუმი და სარფი. ამ მიზეზით ვქმნით ტურისტულ პაკეტებს საქართველოში მრავალფეროვანი ექსკურსიის პროგრამით, ასევე სპეციალურ საზაფხულო კომბო პაკეტებს „საქართველო-სომხეთი“. ნაადრევია გამოთვლა, რამდენი პროცენტით გაიზარდა ტურების გაყიდვები დღეს რუსეთის მხრიდან – დრო სჭირდება ამ დინამიკის დადგენას და ობიექტური ანალიტიკის გაკეთებას“, – განაცხადა ტურისტული კომპანია Space Travel გენერალურმა დირექტორმა და ATOP-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამყვანი ტურიზმის საკითხებში არტურ მურადიანმა.

8 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს – IDFI

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ გაიზარდა ინტერესი რუსეთში როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მიზნებით მოგზაურობის მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, ეს ინტერესი მომავალში მხოლოდ გაიზრდება, თუ პოლიტიკური დაძაბულობა მაქსიმალურად შემცირდება“, – მიიჩნევს მურადიანი.

თავის მხრივ, „ინტურისტმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ტურებზე და საზღვაო დასვენებაზე მოთხოვნაა, თუმცა გაყიდვები მაინც ცოტაა.

„ტურისტები მზად არ არიან ავიაბილეთებში დიდი თანხა გადაიხადონ და ღირებულების შემცირებას ელოდებიან. ამიტომ, გაყიდვების დონის კოვიდამდე მაჩვენებლების აღდგენაზე ამ დროისთვის საუბარი არ არის. გარდა ამისა, რუსებს აწუხებთ საქართველოში ზოგიერთი აქტივისტის არამეგობრული ქმედებები. უმრავლესობა ასეთ სიტუაციაში უპირატესობას ანიჭებს სხვა, უფრო პროგნოზირებად მიმართულებებს“, – განმარტავენ ტურისტული კომპანიის პრესსამსახურში.

მანამდე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმა (PCT) ასევე აღნიშნა, რომ ავიაბილეთის მაღალი ფასის გამო საქართველოში მოგზაურობებზე გადაჭარბებული მოთხოვნა არ არის, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, დამატებითი ფრენების დაწყება იქნება ნაბიჯი ტურისტული მასიური ნაკადის აღდგენისკენ.

 

წყარო: avianews.ge

9-10 თვეში საქართველოში დასაქმებული უცხოელების 64% რუსეთის მოქალაქეები არიან

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საჯარო რეესტრი

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა