LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფთალინის მყრალი სუნია – ერმაკი ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე

56
BeFunky-collage

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სავიზო აკრძალვა, რაც მომავალში აუცილებელია, მაგრამ მაინც კარგი გადაწყვეტილებაა.

„რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფთალინის მყრალი სუნია, რომელშიც ასე გინდოდათ მოხვედრა. მალე მთელი რუსეთი საბჭოთა კავშირის ნაფთალინის სუნში აღმოჩნდება”, – აღნიშნავს ერმაკი.

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ დღეს, 9 სექტემბერს მიიღო.

შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამოყენებული იქნება სავიზო კოდექსის საერთო წესები. კერძოდ, მათ ვიზის მისაღებად მოუწევთ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით, 35-ის ნაცვლად 80 ევროს გადახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები