უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა საჰაერო თავდასხმა კიევზე განახორციელეს.
ვიტალი კლიჩკო ადგილობრივებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. საჰაერო თავდასხმა გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!“ – მოუწოდა კლიჩკომ მოქალაქეებს.