LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები სმარტფონების გარეშეც რჩებიან – უმსხვილესმა კომპანიებმა რუსეთში მიწოდება შეწყვიტეს

124
1f8692a4-58bf-4805-861b-68f05789b059

რუსები სმარტფონების გარეშეც რჩებიან, ამერიკული Apple-ს შემდეგ, რუსულ ბაზარს უკვე სმარტფონების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიებიც ტოვებენ, საუბარია: Xiaomi-ზე, Oppo-სა და Huawei-ზე. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აღნიშნულმა კომპანიებმა რუსეთისთვის სმარტფონების მიწოდება გაანახევრეს, ახლა კი – საერთოდ შეწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და რუსეთს საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. მაგალითისთვის, ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს 146 მილიარდი დოლარის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩინეთმა რუსული იმპორტის, დაახლოებით, 14 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება თავად სმარტფონებს, ჩინური ბრენდები რუსული სმარტფონების ბაზრის 60 პროცენტს შეადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები