„რუსები საქართველოში ფულის დასახარჯად კი არა, გასაკეთებლად უფრო არიან“, – ამის შესახებ ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრისას, „ბიზნესპარტნიორთან“ კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია აცხადებს. ის ამბობს, რომ წელს არ არის ტურისტული სეზონი.
„ესენი თავიანთ ბიზნესებს ამუშავებენ, გახსნეს თავიანთი მაღაზიები, კაფეები, ბარები და საერთოდ არ ეკარებიან ქართველების სივრცეებს. მით უმეტეს, ისეთ ადგილებს სადაც ოდნავ მაინც შეინიშნება უკრაინისადმი მხარდაჭერა,“ – აცხადებს გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“.
ცნობისთვის, კლუბი “მტკვარზე” ობიექტი თბილისის გარდა ბათუმშიც გახსნა, თუმცა, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ზღვისპირა სანაპიროს ობიექტთან დაკავშირებით მოლოდინი არ გამართლდა.