ბინების გაქირავების სერვისმა Airbnb-მ, მთელ მსოფლიოში, რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისთვის, სერვისის დაჯავშნის შესაძლებლობა გააუქმა. ინფორმაცია თავად Airbnb-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Airbnb-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსები და ბელარუსები საცხოვრებლის დაჯავშნას ვერსად ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, Airbnb-ის სერვისმა მუშაობა რუსეთსა და ბელარუსში მარტის დასაწყისში შეაჩერა.