მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ძალები შეიჭრნენ, რუსეთში წამყვანი პროპაგანდისტული არხები ყველაფერს აკეთებენ, რომ ისტორია გადაწერონ. ამ მხრივ ფავორიტია რუსეთის „პირველი არხი“, ასევე „ენტევე“ და „რაშა თუდეი“.
განსაკუთრებულად ირონიული გამოდგა გადაცემა „ჩვენი სიმართლე“, რომლის წამყვანია რომან ბაბაიანი. გადაცემა დაიწყო მარიუპოლში გადაღებული და დამონტაჟებული კადრებით, სადაც ქალი ჰყვება, როგორ ექცევიან უკრაინელები ბავშვებსა და ქალებს.
გადაცემის პირველი სტუმარი იყო „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი, პუტინის მთავარი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი. ჟურნალისტმა გადაცემაში ნამდვილი შოუ მოაწყო, მან რუს ტყვეებზე საუბრისას ტირილიც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა: „რუსებს ადამიანებად არ მიიჩნევენ, ტყვეებს კასტრირებას უპირებენ“ – ამტკიცებს სიმონიანი. მისივე თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის აკრძალული აქვს ყველა ოპოზიციური მედიის მაუწყებლობა, რომ უკრაინული მხარე იყენებს აკრძალულ კასეტურ ბომბებს, რომ ბავშვებს ყოფენ ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
უკრაინის პროკურატურამ ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა