LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს ტურისტს ვიეტნამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

36

რუს ტურისტს ვიეტნამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მარია დაპიკრი ქალაქ ხოშიმინის სასამართლომ გაასამართლა. ქალბატონს ნარკოტიკის კონტრაბანდასა და ვიეტნამში გასაღებაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ მარიას თავიდან სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და რუს ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

დაპიკრი ვიეტნამის მესაზღვრეებმა რამდენიმე წლის წინ დააპატიმრეს და მის ჩემოდანში 3 კგ. კოკაინი იპოვეს. ვიეტნამური კანონის მიხედვით 100 გრ.-ზე მეტი მძიმე ნარკოტიკის ქონა – სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება. მართალია, მარია ირწმუნებოდა, რომ ჩემოდანი მის მეგობარს ეკუთვნოდა, თუმცა როგორც ჩანს, სასამართლომ ეს არ დაიჯერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები