LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რურუას დნმ ძალის გამოყენებით აიღეს – რა ვიდეოს ავრცელებს მთავარი არხი

718
BeFunky-collage (1)

მთავარი არხი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ტელეკომპანია მთავარის მეწილეს გიორგი რურუას საკნიდან გამომძიებლებმა დნმ-ისთვის ნივთები ძალის გამოყენებით ამოიღეს. რურუას იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ  ოქმი არ შემდგარა და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ გადაუციათ რაიმე დოკუმენტი.ადვოკატის თქმით, ეს ადასტურებს, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია.

“არანაირი დოკუმენტი არ დგება, არც გიორგის არ წარედგინა ეს ლუქები, არც შეეთავაზა მათზე ხელმოწერა და არც ოქმის ასლი არ გადაუციათ გიორგის. აქამდე ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 18 ნოემბერს, გიორგის დაკავების დღეს, გააყალბეს პირადი ჩხრეკის ოქმი და ასეთი ოქმი ადგილზე არ შედგენილა იმიტომ, რომ ასეთი ჩხრეკა არ მომხდარა და პოლიციის შენობაში მოხდა ოქმის შევსება. აქამდე ეს პოზიცია დასტურდებოდა მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით. ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა შემთხვევაში, 3 იანვარს პოლიციამ გააკეთა ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამდით”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

ორივე დასკვნა ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს - გიორგი რურუას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროვებს

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რურუას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღინიშნება, შესაბამისად არ დასტურდება, რომ მას იარაღი ჰქონდა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო განჩინების საფუძველზე აღებული ჰქონდა ნებართვა, რომ თუკი რურუა კვლავ უარს იტყოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, გამომძიებელს უფლება ექნებოდა დნმ იძულების წესით აეღო.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია, მსგავს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს ბრალდებულთან შესვლის საშუალება მისცეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ ერევიან, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ბრალდებულს ექნება მცდელობა, რომ დააზიანოს გარშემომყოფები, ან სხვაგვარად დაარღვიოს დაწესებულების რეჟიმი”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი” – გიორგი რურუა

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართლადამცავები მას იარაღის უაკნონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები