LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რურუა თოფაძის განცხადებაზე : საქმე გვაქვს სიბნელესთან, ამორალობასა კრეტინიზმთან

42

ნიკა რურუა გოგი თოფაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სტალინი გენიალური პიროვნება, საქართველოს სიმბოლოა და მისი პორტრეტი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება, „ფეისბუქზე“ ეხმიანება :

„კოტე აფხაზის, ვარლამ წულუკიძის, გიორგი მაზნიაშვილის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ლევან რაზიკაშვილის, მიხა ხელაშვილის და ათობით ათასი საუკეთესო ქართველის ჯალათის და ციხეებსა და გადასახლებებში მათი მტანჯველის, ასევე სოჭის, ლორეს, ზაქათალას დე-იურე გამსხვისებლის, ხელოვნური ავტონომიების შენელებული ნაღმების ავტორს საქართველოსა და სხვა დაპყრობილი ერების მიწაზე შემქმნელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის წინამძღოლს, საბჭოთა გულაგებისა და რუსული “ჩეკას” სისტემის შემოქმედს, იოსებ სტალინს, დღეს “ქართული ოცნების” მმართველი კოალიციის დეპუტატები ღიად ხოტბას ასხამენ და მისი პორტრეტის ყველა კაბინეტში ჩამოკიდებას წინასწარმეტყველებენ.

ამაზე დიდი თვით-ლუსტრაცია შეუძლებელია.

საქმე გვაქვს როგორც სრულ სიბნელესთან, ასევე სრულ ამორალობასა და მძიმე ფორმის კრეტინიზმთან,“ – წერს რურუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები