რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა
მისივე თქმით, რურუას გათავისუფლება ვითარების განმუხტვის მიზნით, შეთანხმების ნაწილია.
„ეს არის შეთანხმება და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, იმისთვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ეს აუცილებელია. მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს ვალდებულება აიღო”,- განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.