LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუპერტ მერდოკმა საკუთარი მედიაიმპერია დატოვა

138
მერდოკი

ავსტრალიელი მილიარდერი რუპერტ მერდოკი, რომელიც მედიაინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება, მის საკუთრებაში არსებული გიგანტების, Fox Corporation-ისა და News Corporation-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

გლობალური მედიაიმპერია, რომელსაც რუპერტ მერდოკი შვიდი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, წამყვან ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ მედიასაშუალებებს აერთიანებს, მათ შორისაა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი არხი Fox News.

რუპერტ მერდოკის გადადგომის შემდეგ News Corp-ის თავმჯდომარის თანამდებობას მერდოკის 52 წლის ვაჟი ლოქლენ მერდოკი დაიკავებს, რომელიც, ამავდროულად, Fox Corporation-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორია.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი რუპერტ მერდოკი ამჟამად 92 წლისაა. მის ქონებას ამერიკული Forbes-ი $17.4 მილიარდად აფასებს.

 

„გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში, მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც” – რუპერტ მერდოკის ცნობილი გამონათქვამები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები