გუშინ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 84-ე წუთზე, ინგლისელთა კაპიტანმა უეინ რუნიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 2:0 გახადა, რის შემდეგაც ის ინგლისის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა 50 გატანილი ბურთით.
რუნიმ ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს ერთი გოლით გადაასწრო. მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ ფენომენალურ შედეგს 29 წლის ასაკში მიაღწია. რუნი „სამი ლომის“ რიგებში 2003 წლიდან გამოდის და დღემდე მას ეროვნულ გუნდში 107 შეხვედრა დაუგროვდა.