ფეხბურთის ასოციაციის საიტს უეინ რუნი ჯეკ უილშირში აერია, უილშირი კი კრის სმოლინგში.
ინგლისი თავის გმირებს ვერ ცნობს.
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ევრო-2016-ის გაფართოებული სია გამოაცხადა, მაგრამ რამდენიმე მოთამაშის ფოტო აურია.
რუნის გვარის გასწვრივ ”არსენალის” ნახევარმცველის ჯეკ უილშირის ფოტო დადეს, უილშირის გვარის გვერდით კი კრის სმოლინგი დაწერეს, ხოლო როს ბარკლის ფოტოს ნაცვლად ანდროს თაუნსენდი განათავსეს. ახალწვეული მარკუს რაშფორდი საერთოდ ნაცრისფერ ფონად დარჩა ფოტოს ნაცვლად.
რამდენიმე საათში შეცდომებს მიაგნეს და აღმოფხვრეს.
გასულ კვირას ასოციაციის საიტს კიდევ ერთი ლაფსუსი დაემართა, როდესაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დროზე ადრე გამოაქვეყნა.
როი ჰოჯსონმა 26 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაგან 1 ივნისისთვის სამ მათგანს გაუშვებენ.
ევრო-2016-ზე ინგლისი B ჯგუფშია და რუსეთს, სლოვაკეთს და უელს შეხვდება.