LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუნი: ფერგიუსონთან უთანხმოება მქონდა, მაგრამ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია

14

მანჩესტერ ”იუნაიტედის” კაპიტანმა, უეინ რუნიმ  სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფერგისთან  ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ ჰქონია.

მანჩესტერულ გრანდში სერ ალექსის ბოლო სეზონში რუნი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ძირითადი ფორვარდის როლი ვან პერსის ერგო, ამის გამო  მას “ემიუს” დატოვება უნდოდა.

“უთანხმოება გვქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია. ჰკითხეთ როი ჰოჯსონს. მას წლების განმავლობაში ჰქონდა ფეხბურთელებთან უთანმხოება. ესეც ფეხბურთის ნაწილია. ერთადერთი ადამიანი არ ვარ, ვისაც ფერგიუსონთან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია” , – ციტირებს რუნის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ ”იუნაიტედს” 26 წლის განმავლობაში წვრთნიდა, ამ დროის განცავლობაში მან ყველაფერი მოიგო გუნდთან ერთად რისი მოგებაც შეეძლო თან არა ერთხელ. ფერგიმ ”წითელი ეშმაკები”  2013 წელს დატოვა და სამწვრთნელო კარიერაც დაასრულა. ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ნაწილი სერ ალექსს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად ასახელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები