LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინული ქალაქი ძველი მანქანების სანაცვლოდ ფულს იხდის

61
oldacrnews2011

რუმინული ქალაქი ძველ ავტომობილებზე უარის თქმისთვის მოსახლეობას ფულს გადაუხდის. საინტერესო პროგრამა სფინტუ–გეორგეს მთავრობამ წამოიწყო და მათი მიზანი ავტოპარკის განახლებაა.

ყველას ვისი ავტომობილიც 10 წელზე მეტი ხნის წინაა დარეგისტრირებული 616 ევროს გადაუხდიან, თუმცა ფულის მისაღებად ფლობელმა ტრანსპორტზე უარი უნდა თქვას. ჩაბარებული ავტომობილები გადასამუშავებლად გაიგზავნება.

პროგრამაში მონაწილეებს კიდევ ერთი პირობის გათვალისწინება მოუწევთ – ახალ ავტომობილს ისინი მინიმუმ 3 წელი ვეღარ შეიძენენ. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, თუკი მაინც გადაწყევტენ მანქანის ყიდვას, ავტომობილის ასაკი 5 წელზე მეტი არ უნდა იყოს.

დღესდეობით ჰაერის დაბინძურების ერთ–ერთი მთავარი წყარო ტრანსპორტია და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროგრამის დამსახურებით ქალაქში ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

პროგრამის საპილოტე ვერსია ერთი წელი გაგრძელდება. ამის შემდეგ ექსპერტები მის შედეგებს შეაფასებენ და იმასაც დააზუსტებენ, გასუფთავდება თუ არა ქალაქში ჰაერი.

ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ტრანსპორტის შემცირება სხვა ევროპულმა ქალაქებმაც დაიწყეს, მაგალითად შტუტგარტში პენსიონერებს შესთავაზეს, რომ მართვის მოწმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო ბარათში გაცვალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები