დემი მურისა და ბრუს უილისის ქალიშვილმა, რუმერმა საკუთარი კარიერა ახლა დაიწყო, თუმცა, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, უკვე ფიქრობს მოდის სამყაროში ადგილის დამკვიდრებაზე. რუმერ უილისი თეთრეულის კოლექციებს შექმნის.
ვარსკვლავების 27 წლის შვილი, რომელმაც კონკურს „ვარსკვლავებთან ცეკვაში“ გაიმარჯვა, განაცხადა, რომ მუშაობს საღამურებზე, ლოგინის თეთრეულსა და ქალის თეთრეულზე.
„ძალიან მიყვარს თეთრეული და პიჟამოები. სიამოვნებით ვიმუშავებდი პლედებზე, ლოგინის გადასაფარებლებსა და ბალიშებზეც. ძალიან მიყვარს კომფორტი და 20-მდე საღამური მაქვს, რაზეც მეგობრები მუდმივად დამცინიან,“-აღნიშნა რუმერმა.