არ შევეგუებით მეორე ტურს,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა განაცხადა.
სანდრა რულოვსის თქმით, თუ ზუგდიდში არჩევნები პირველივე ტურში დასრულებულად გამოცხადება და გაიმარჯვებს “ოცნების” კანდიდატი, ის ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აპირებს.
“ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა, თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს იცის, რომ არ ვხუმრობ. ვურჩევ მათ რომ არ გამოაცხადონ ყველაფერი დასრულებულად პირველ ტურში”- განაცხადა სანდრა რულოვსმა