იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსული პანდემია ჯერ კიდევ “მძვინვარებს”, ევროპაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა და ბევრი ქვეყანა უკვე იწყებს მსჯელობას ტურისტებისთვის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით.
საკურორტო ქვეყნებიდან უმეტესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი, ტურისტების მიღებას უკვე ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში აპირებენ. ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ქვეყნები კი საზღვრის გახსნას უცხოელი ტურისტებისთვის 2021 წლამდე არ გეგმავენ.
თურქეთი – უკვე ივლისის ბოლოს, აგვისტოში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ტურიზმის მინისტრმა, მეჰმედ ერსოიმ განაცხადა.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები – აქაც ტურისტების მიღებას ივლისში აპირებენ.
საფრანგეთი – ერთ-ერთი პესიმისტი ქვეყანაა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ტურისტები ქვეყანაში შესვლას 2021 წლამდე ვერ შეძლებენ. ამის შესახებ ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტმა სილვი შევალიემაც განაცხადა.
ეგვიპტე – ფარაონების ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი უცხოელ ტურისტთა მიღების კონკრეტულ თარიღებზე.
ესპანეთი – მთლიანობაში, ესპანეთი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ივნისში შიდა ტურიზმი უკვე გაიხნება, ხოლო ივლის-აგვისტოში ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებასაც შეძლებს. კანარის კუნძულებზე კი უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად ნოემბერში იქნებიან.
იტალია – ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყნების სიაში შედის. აქ ბარები და კაფეები მუშაობის განახლებას 1 ივნისიდან გეგმავენ, ხოლო ივილისიდან სავარაუდოდ უცხოელ ტურისტებსაც მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობა მხოლოდ შენგენის ქვეყნების ტურისტებს შეეხება.
საბერძნეთი – ივლისიდან ელოდება უცხოელ ტურისტებს. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის, ჰარი თეოხარისის განცხადებით, ეს სავარაუდო თარიღია, რომლმაც შესაძლოა ოქტომბრამდე ან ნოემბრამდეც გასტანოს. სასტუმროების გახსნა, პირველ რიგში ადგილობრივებისთვის, ივნისში იგეგმება.
კვიპროსი – ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილია და ივნისში ტურისტების მიღებას ელის იმ ქვეყნებიდან, სადაც შედარებით ნაკლებად გავრცელდა კორონავირუსი. ასეთია გერმანია, შვეიცარია და ავსტრია (ან რატომაც არა საქართველო).
ბულგარეთი – ტურისტებისათვის საზღვრების გახსნას ივლისში, “უარეს შემთხვევაში” აგვისტოში გეგმავს.
პორტუგალია – კიდევ ერთი სკეპტიკურად განწობილი ქვეყანაა. აქ შიშობენ, რომ ტურისტებს 2021 წლამდე ვერ მიიღებენ. მანამდე საკურორტო ინდუსტრიას შეეძლება მხოლოდ შიდა ტურიზმს დაეყრდნოს, რაც აშკარად არასაკმარისი იქნება. ამის შესახებ, ალგარვეს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელიდერიკო ვიეგასმა განაცხადა.
მონტენეგრო – აქ ტურისტების მიღებას უკვე ივნისში გეგმავენ. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულ ორგანიზაციაში (NTOCG) უკვე განაცხადეს.