LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუბინმა კვარაცხელია დაადასტურა

85
D-nxUHpWkAEOXPV

მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარით მყოფი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს.

ეს ახალი ამბავი არ არის, უბრალოდ ოფიციალურად ახლა დადასტურდა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და ვარჯიშიც დაიწყო.

ტრანსფერის დეტალებს „რუბინი“ მოგვიანებით გამოაცხადებს.

კვარაცხელიამ სეზონის მეორე ნახევარი „ლოკომოტივში“ გაატარა და ყველას თავი მოაწონა. თითქოს მისი დარჩენა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ვითარება შეიცვალა. ამასთან, „ლოკომოტივში“ ცალკე ნანობენ და ცალკე ბრაზობენ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ შეინარჩუნეს.

 

კვარაცხელიას სტატისტიკა:

2018/19 – ლოკომოტივი – 7 მატჩი, 1 გოლი, 1 გ+პ, 2 ყვითელი
2018 – რუსთავი – 18 მატჩი, 3 გოლი, 3 გ+პ
2017 – დინამო თბ – 4 მატჩი, 1 გოლი, 1 გ+პ, 1 ყვითელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები