LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას: მინისტრი

83
BeFunky-collage (6)

„იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელზეც ახლა არ ვსაუბრობ, ჩვენ შევქმენით ის გარემო, რომ ყველა კილოგრამი ყურძენი ღირსეულად ჩაბარდებოდა და მოსახლეობა ანაზღაურებას მიიღებდა,”- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთში განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, რთველი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. რეგიონში დაახლოებით 240 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია.

“სამწუხაროდ ის ინციდენტები, რომელიც ხდება ხოლმე პოლიტიზების მცდელობებია. ჩვენ წინა წლებშიც ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ ნუ დავძაბავთ, პოლიტიკურ სპექტაკლად ნუ ვაქაცევთ იმას რაც  ესეთი მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და ღირებულია ჩვენი მოსახლეობისთის.

რადგან რთველი, ქართველი ადამიანისთის ძალიან ემოციურ მომენტებს უკავშირდება.  ადამიანის გრძნობებზე თამაში კი ამორალურია. – განაცხადა ლევან დათიაშვილმა

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, სამწუხაროდ პროცესების დაძაბვის მცდელობის ფაქტები იმატებს. მინისტრი ამბობს, რომ წელს არაერთი „სპექტაკლის“ მომსწრენი გავხდით, თუმცა ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ – „რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას“