LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთული იქნება, თუ შემოდგომაზე COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე – ამირან გამყრელიძე

239
gamyrelidze

“ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა COVID19-ის და გრიპის ვირუსის, ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერსი განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების.

“ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები