LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთული 4 წელიწადი გავიარეთ, მაგრამ კაკული იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, რომ არაფერს გვაგრძნობინებდა… სულ იმას იძახდა, სიცოცხლეს სიმღერა და ხალხის სიყვარული მაძლევსო“ – მიშელ გურიელაშვილი

405
მიშელ-გურიელაშვილი

16 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მიშელ გურიელაშვილი და გია გოგორიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში კაკული გურიელაშვილისადმი მიძღვნილი სიმღერის „უშენოდ“ პრემიერა შედგა.

მიშელ, დღეს გვაქვს სიმღერის „უშენოდ“ პრემიერა, რომელიც კაკულის ხსოვნას მიუძღვენი… ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.

მიშელ გურიელაშვილი: სიმღერა „უშენოდ“ 7 წლის წინ ჩავწერე ბენდთან ერთად, მაგრამ თითოს, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ დასასრულისკენ. კაკული სულ მეუბნებოდა, გამოუშვი, გამოუშვიო… კაკული რომ გარდაიცვალა, მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, რომ რამე სიმღერა ჩაგვეწერა. გადავწყვიტეთ, ისეთი ვერსია შეგვექმნა, რომ კაკულისთვის მემღერა ეს სიმღერა. ეს ინოლა გურგულიას სიმღერაა.

ვიცი, რომ კაკული წლების განმავლობაში ებრძოდა დაავადებას…

მიშელ გურიელაშვილი: კი, საკმაოდ რთული 4 წელიწადი გავიარეთ, მაგრამ იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, სულიერად და მენტალურად, რომ არაფერს გვაგრძნობინებდა.  ყველანაირად იბრძოდა… ჩვეულებრივად მღეროდა…

გია გოგორიშვილი: საბრძოლოდ იყო მომართული, რომ „დავამარცხებ, დავამარცხებ“ – სულ ეს ჰქონდა გონებაში. ძალიან ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა. ისეთ ტკივილებს უძლებდა, მუშაობდა და გასტროლებზე დადიოდა.

მიშელ გურიელაშვილი: ხან საფრანგეთში, ხან ბელგიაში, ხან გერმანიაში ყველგან დავდიოდით და სულ იმას იძახდა, სიცოცხლე მემატება, რომ ვმღერიო, სიცოცხლეს სიმღერა და ხალხის სიყვარული მაძლევსო. ამით სუნთქავდა, ეს იყო მისი ჟანგბადი.

გია გოგორიშვილი: აქ რომ ჩამოდიოდა, ყოველთვის უკეთებდა საჩუქარს შვილიშვილებს და ამიტომ ბაზრობაზე დამყავდა ხოლმე. ამას წინათ, ერთ-ერთმა გამყიდველმა მიცნო, რომ კაკულის ძმაკაცი ვიყავი, გამომეკიდა და მომისამძიმრა, ტიროდა… მერაბს ხომ საერთოდ, მთელი საქართველო უსამძიმრებდა.

მიშელ გურიელაშვილი: დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ამხელა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის. კაკული გარდაიცვალა, მაგრამ არასოდეს მოკვდება, სიცოცხლის კაცი იყო. ფიზიკურად კი გვაკლია, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება.

მიშელ გურიელაშვილი – უშენოდ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მიშელ გურიელაშვილი – ყვავილების ქვეყანა. Live

მიშელ გურიელაშვილი & გია გოგორიშვილი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები