LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ რთულ სიტუაციაში, ამ თემით ნებისმიერი სახის სპეკულაცია ამორალურია – დავით ასათიანი

175
BeFunky-collage (28)

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. როგორც დავით ასათიანი წერს, შექმნილ  სიტუაციაში ნებისმიერი სახის სპეკულაცია ამორალურია. ამ განცხადებით ასათიანი ქართული ოცნების წევრისა და საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ პოსტს ეხმაურება. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც იცი, იქ ოკუპანტია, დაგიჭერს და სპეციალურად მიდიხარ, პროვოკაციაა. ამასთან კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახსაც შეურაცხყოფას აყენებს.

“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

დღეს, როცა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 35-ე დღეა ცხინვალის ციხეში ზის და მთელი ქვეყანა განიცდის მის მდგომარეობას, ამ დროს ადამიანი, რომ კითხვას სვამს – რას მიდიოდა არაკონტროლირებად ტერიტორიაზეო და მას პროვოკატორად მოიხსენიებს ან უგუნურია ანდა მორალისაგან დაცლილი.

პირადად ვარ მომსწრე, რომ გაფრინდაშვილების ოჯახი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უფრთხილდება ყოველ სიტყვას, განცხადებას, მოქმედებას, რათა რაიმე ზიანი არ მიადგეს ვაჟას იქ. დღე და ღამე მოქმედებაში არიან ყველასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, მოთმინებით ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას და ღირსეულად ინარჩუნებენ სახეს.

ამ რთულ სიტუაციაში, ამ თემით ნებისმიერი სახის სპეკულაცია მართლა ამორალურია მეგობრებო !!!

https://www.facebook.com/david.asatiani.71/posts/3466460146727712

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები