საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“(RSF) დღეს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსი, რომელიც აფასებს ჟურნალისტიკის მდგომარეობას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემურად არის შეფასებული.
პრემიერი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია – კვლავაც თანადგომას გპირდებით
ქვეყანა 59.30 ქულით 89-ე ადგილზეა. ცნობისთვის, 2021 წლის ინდექსით, ქვეყანა 71.36 ქულით გაცილებით უკეთეს, მე-60 ადგილზე იყო.
„რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ მდგომარეობას 5 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:
- პოლიტიკური ინდიკატორი – 52,42 ქულა, 102-ე ადგილი
- ეკონომიკური ინდიკატორი -46,43 ქულა, 74-ე ადგილი
- სამართლებრივი ინდიკატორი -80,79 ქულა, 32-ე ადგილი
- სოციალური ინდიკატორი -75,50 ქულა, 67-ე ადგილი
- უსაფრთხოების ინდიკატორი – 41,34 ქულა, 135-ე ადგილი
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ სიტუაციის მიხედვით ქვეყნებს ანიჭებს ქულებს და ფერებს:
- 85-100 ქულა – კარგი(მწვანე);
- 70-85 ქულა – დამაკმაყოფილებელი(ყვითელი);
- 55-70 ქულა – პრობლემური(ღია ნარინჯისფერი);
- 40-55 ქულა – რთული(მუქი ნარინჯისფერი);
- 0-40 ქულა – ძალიან სერიოზული(წითელი).
მსოფლიოში ჟურნალისტიკის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მთავარ პრობლემებად ასახელებს გაორმაგებულ პოლარიზაციას და ონლაინსივრცეში საინფორმაციო ქაოსის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს ყალბი ამბების და პროპაგანდის გავრცელებას.
პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერია და 92.65 ქულით პირველ ადგილზეა ნორვეგია.